გამოხმაურება საქართველოში Planet Hollywood-ის შემოსვლის შესახებ
Central Park Towers-ში Planet Hollywood-ის შემოსვლაზე წამყვანი საერთაშორისო გამოცემები და სოციალური მედიის პლატფორმებიც აქტიურად წერენ. პროექტი რეგიონში პირველი ინტეგრირებული რეზორტი იქნება, რაც გულისხმობს გართობის, დასვენების, გასტრონომიისა და შოუბიზნესის ერთ სივრცეში გაერთიანებას.
გამოხმაურება საქართველოში Planet Hollywood-ის შემოსვლის შესახებ
Central Park Towers-ში Planet Hollywood-ის შემოსვლაზე წამყვანი საერთაშორისო გამოცემები და სოციალური მედიის პლატფორმებიც აქტიურად წერენ.
პროექტი რეგიონში პირველი ინტეგრირებული რეზორტი იქნება, რაც გულისხმობს გართობის, დასვენების, გასტრონომიისა და შოუბიზნესის ერთ სივრცეში გაერთიანებას.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოები
პროექტის მასშტაბურობამ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების ყურადღებაც მიიპყრო. გთავაზობთ რამდენიმე, საკვანძო პუბლიკაციას:
- PR Newswire, Benzinga: ხაზს უსვამენ, რომ თბილისში ჩნდება რეგიონის პირველი ინტეგრირებული რეზორტი
- Breaking Travel News, Hotel Explorer: ამ მოვლენას ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს სიახლედ მოიხსენიებენ .
- iGaming Today, Yogonet: ყურადღებას ამახვილებენ გართობის კონცეფციაზე .
ადგილობრივი მედია
საქართველოში ამ თემას წამყვანმა ბიზნეს და საინფორმაციო პორტალებმა ვრცელი სიუჟეტები და სტატიები მიუძღვნეს:
- ტელეკომპანია „იმედი“: დეტალური სიუჟეტი იმის შესახებ, თუ როგორ შეცვლის ბრენდი ტურიზმის ლანდშაფტს .
- BM.ge & GGA: განიხილავენ ეკონომიკურ ეფექტებსა და პირველ 5-ვარსკვლავიან ინტეგრირებულ რეზორტს.
სოციალური მედიის გამოხმაურება
გარდა ამისა, ინფორმაცია ვრცელდება ციფრულ პლატფორმებზეც: Instagram-ზე, Facebook-სა თუ LinkedIn-ზე.
ბიზნეს გამოცემები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ იმ ფაქტს, რომ Planet Hollywood-მა თბილისი აირჩია, რაც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს სანდოობაზე მიუთითებს.
ექსპერტების შეფასებით, ეს პროექტი სრულიად შეცვლის სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ კავკასიის რეგიონში.