17.04.2026

თბილისში ლეგენდარული Planet Hollywood შემოდის

ლას-ვეგასიდან პირდაპირ საქართველოში ლეგენდარული ბრენდი, Planet Hollywood შემოდის, რაც ქვეყნის სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიას სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს.

თარიღი
17.04.2026
category
web.news
თბილისში ლეგენდარული Planet Hollywood შემოდის

თბილისში ლეგენდარული Planet Hollywood შემოდის

 

ლას-ვეგასიდან პირდაპირ საქართველოში ლეგენდარული ბრენდი, Planet Hollywood შემოდის, რაც ქვეყნის სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიას სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს.

 

რა არის „ინტეგრირებული რეზორტი“?

პროექტი რეგიონში პირველი ინტეგრირებული რეზორტი იქნება. კონცეფცია გულისხმობს გართობის, დასვენების, გასტრონომიისა და შოუბიზნესის ერთ სივრცეში გაერთიანებას. კომპლექსში თავმოყრილია 12 საერთაშორისო ტოპ-ბრენდი, მათ შორის:

  • Beefbar (მონტე-კარლო) 
  • Chotto Matte (ლონდონი) 
  • Roberto's (დუბაი) 
  • Angelina (პარიზი) 
  • Harvey Nichols (ლონდონი)

 

ორი ბლოკი და 200-ზე მეტი ლუქს ბრენდი

პროექტი შედგება ორი თაუერისგან:

  • პირველ ბლოკში არის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, Radisson Blu.
  • მეორე ბლოკში კი განთავსდება Planet Hollywood და მრავალფეროვანი გასართობი სივრცეები.

გარდა ამისა, კომპლექსში წარმოდგენილი იქნება მოლი, რომელიც 200-ზე მეტ საერთაშორისო ლუქს ბრენდს გააერთიანებს.

 

​​შოუბიზნესი და 4000-იანი ივენთ-ჰოლი

Planet Hollywood-ის შემოსვლა პირდაპირ კავშირშია შოუბიზნესთან. კომპლექსში შენდება რეგიონში ყველაზე დიდი მულტიფუნქციური ივენთ-ჰოლი, რომელიც 4000 ადამიანზეა გათვლილი. წლის განმავლობაში აქ 150-ზე მეტი საერთაშორისო ღონისძიება დაიგეგმება, რაც ტურისტების მუდმივ ნაკადსაც უზრუნველყოფს.

 

საინვესტიციო შესაძლებლობა

ინვესტორებისთვის განსაკუთრებული სიახლეა ის, რომ მათ ეძლევათ საშუალება, შეიძინონ არა უბრალოდ აპარტამენტი, არამედ, უშუალოდ, Planet Hollywood-ის სასტუმრო ნომერი. ეს ნიშნავს, რომ მფლობელი ხდება სასტუმროს ბიზნესის წილის მფლობელი და მონაწილეობს მოგების განაწილებაში. პირველი 100 მყიდველისთვის კი კომპანია განსაკუთრებულ ფასებსა და პირობებს აწესებს

 

ვადები და დასაქმება

  • გახსნის თარიღი: პროექტის სრული ინფრასტრუქტურით გახსნა 2027 წლის სექტემბერში იგეგმება.
  • დასაქმება: პროექტი მინიმუმ 2000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, რისთვისაც კადრების შერჩევა და გადამზადება უკვე დაწყებულია.

 

კომპლექსი მიზნად ისახავს, გახდეს მთავარი მიზიდულობის ცენტრი არამარტო თბილისისთვის, არამედ - მთელი რეგიონისთვის.