12.05.2026

„პლანეტ ჰოლივუდში“ გაყიდვები დაიწყო!

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სასტუმრო ბრენდთან, Planet Hollywood-თან ხელშეკრულება გაფორმდა. ლეგენდარული ბრენდი უკვე თბილისშია და დღეს თქვენ გაქვთ ექსკლუზიური შესაძლებლობა, გახდეთ სასტუმრო ნომრის მესაკუთრე Central Park Towers-ში.

თარიღი
12.05.2026
კატეგორია
ბლოგი
„პლანეტ ჰოლივუდში“ გაყიდვები დაიწყო!

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სასტუმრო ბრენდთან, Planet Hollywood-თან ხელშეკრულება გაფორმდა. ლეგენდარული ბრენდი უკვე თბილისშია და დღეს თქვენ გაქვთ ექსკლუზიური შესაძლებლობა, გახდეთ სასტუმრო ნომრის მესაკუთრე Central Park Towers-ში.

საინვესტიციო შეთავაზება

გაყიდვები უკვე დაიწყო! მხოლოდ პირველი 100 ნომრის ფარგლებში, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ Planet Hollywood-ის სასტუმრო ნომერი 150 000-ად და მიიღოთ ყოველწლიური მოგება 35 000, პლანეტ ჰოლივუდთან გაფორმებული, 40-წლიანი გარანტირებული კონტრაქტით.

ეს არის ინვესტიცია უნიკალური ინფრასტრუქტურის ნაწილში, სადაც 12 წამყვანი საერთაშორისო ბრენდი იყრის თავს:

 

  • Beefbar:მონაკოში წარმოშობილი ბრენდი, რომელიც ხორცის მოყვარულთათვის პრემიალური დანიშნულების ადგილად იქცა. პარიზისა და მილანის მსგავსად, თბილისის Beefbar-იც უმაღლესი ხარისხის კერძებსა და დახვეწილ ატმოსფეროს შემოგთავაზებთ.
  • Chotto Matte:„ნიკეის“ სამზარეულოს პიონერი, რომელიც იაპონური დახვეწილობისა და პერუული ენერგიის სინთეზია. იმერსიული ინტერიერი, ღია ცეცხლზე მომზადებული კერძები და სპეციალურად შერჩეული მუსიკალური ვიბრაციები აქ დაუვიწყარ გარემოს ქმნის.
  • Angelina:ლეგენდარული პარიზული კაფე, რომელიც ცნობილია ექსკლუზიური საკონდიტრო ნაწარმითა და საკულტო ცხელი შოკოლადით. მისი მდიდარი მემკვიდრეობა პროექტს ფრანგულ ელეგანტურობას მატებს.
  • Roberto’s:იტალიური გასტრონომიის სიმბოლო. დუბაისა და სხვა კოსმოპოლიტურ ქალაქებში დამკვიდრებული რეპუტაციით, Roberto’s თბილისშიც ავთენტურ ხმელთაშუა ზღვის გემოებსა და შეუდარებელ მომსახურებას დაამკვიდრებს.
  • RUMBA:კუბური სულით შთაგონებული რესტორანი. თავისი დინამიკური ატმოსფეროთი, ტრადიციული სამზარეულოთი და რიტმული მუსიკით, ის საუკეთესო ადგილია სადღესასწაულო შეკრებებისთვის.
  • Harvey Nichols:პირველი მაღალი კლასის შოპინგ-მოლი საქართველოში. „ყველაფერი ერთ სივრცეში“ კონცეფცია 200-ზე მეტ პრემიუმ ბრენდს გააერთიანებს, რაც უპრეცედენტო რითეილ გამოცდილებას შექმნის.

 

ამ ყველაფერს ემატება თბილისში ყველაზე დიდი, 4000 ადამიანზე გათვლილი Event Hall და მასშტაბური Spa ცენტრი ღია და დახურული აუზებით.

 

მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

ორივე თაუერის მშენებლობა უკვე დასრულდა. ამჟამად მიმდინარეობს ფასადის შემინვისა და შიდა მოპირკეთების სამუშაოები. პარალელურ რეჟიმში, სრულდება პოდიუმის მშენებლობაც.